ქალთა ლიგის ფინალში რუსთავი და ნაკრები გავიდნენ

ქალთა ლიგის ფინალში რუსთავი და ნაკრები გავიდნენ

ქალთა ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს რუსთავი და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები შეხვდებიან. აღვნიშნავთ, რომ გოგონათა ოლიმპიური ნაკრები ქალთა ლიგაში უკონკურსოდ, თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად მონაწილეობს და რომც გაიმარჯვოს, საჩემპიონო ტიტული რუსთავს დარჩება.
ორივე ამ გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ნახევარფინალები. რუსთაველებმა გუშინ შინაურ არენაზე 64:29 მოუგეს ახმეტას, ხოლო დღეს, საკალათბურთო აკადემიაში 16-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისს აჯობა – 81:26.
ფინალური მატჩი 29 ივნისს ქუთავში, 16:00 საათზე გაიმართება, ხოლო ამავე დღეს, ქუთაისში, მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისი და ახმეტა დაუპირისპირდებიან.
რუსთავი – ახმეტა  64:29
ნაკრები – ქუთაისი 81:26