დასრულდა საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელში მონაწილე ოთხმა გუნდმა ოთხ წრედ ითამაშა და ცხრილში ადგილები გაინაწილა. ტურნირში 3 რეგიონის გუნდი და ერთიც კლუბ „ბასტიონთან“ გაერთიანებული საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს.
ნაკრების მთავარი კონკურენტი გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული „ვეჯინია“, რომელმაც პირველი წრის მატჩი ნაკრებს მოუგო, თუმცა შემდეგ დარჩენილი სამივე პირადი დაპირისპირება დათმო და რეგულარულში მეორე ადგილზე გავიდა.
მესამე ადგილისთვის ასპარეზი „ახმეტასა“ და „ქუთაისს“ დაეთმოთ, რომელთაგან უკეთესი კახეთის წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის 12 მატჩიდან 3 მოიგო. ქუთაისელებმა მხოლოდ 1 შეხვედრაში იმარჯვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.
პლეი ოფში გუნდები დაკავებული ადგილების შესაბამისად დაწყვილდნენ. 18-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში „ქუთაისს“ შეხვდება, ხოლო „ვეჯინი“ – „ახმეტას“.