საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის C დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ტურნირის მასპინძელი ანდორა 72:45 დაამარცხა.
ანგარიშიდან ჩანს, რომ ქართველებს მოგების მოპოვება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე პერიოდი მოიგო და საბოლოოდ 27 ქულით იმარჯვა. ჩვენს ნაკრებში 22 ქულითა და 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო ნინო გადელია. 12-12 ქულა დააგროვეს თამარ პაპუაშვილმა და მაია დვალმა, კესო ბარბაქაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის C დივიზიონში 7 ქვეყანა ასარეზობს: მონაკო, გიბრალტარი, მალტა, სომხეთი, ანდორა, მოლდოვა და საქართველო. ტურნირის გამარჯვებული სომხეთი გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში 79:73 დაამარცხა ნახევარფინალში ქართველების მძლეველი მალტა. აღსანიშნავია, რომ ფინალური შეხვედრა ქართველმა არბიტრმა – მაკა კუპატაძემ იმსაჯა.
საქართველო – ანდორა
სტატისტიკა: 72:45