28-29 მაისს ქალ- კალათბურთელთა შორის საქართველოს თასი გათამაშდა, რომელშიც მონაწილეობას ოთხივე გუნდი – ,,ზესტაფონი”, თსუ, ,,რუსთავი” და ,,ქუთაისი” იღებდა.
1-ელ ადგილზე გასული გუნდი ბოლო ადგილზე გასულს ხვდებოდა, მეორეადგილოსანი კი მესამეზე გასულს. შესაბამისად ერთმანეთს
,,ზესტაფონი” – ,,ქუთაისი” და თსუ – ,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ.
იმერელთა დერბიში ზესტაფონელებმა 57:50 იმარჯვეს და თასის ფინალში გავიდნენ. მოგებულთაგან საუკეთესო 19 ქულით მაია ჩარგეიშვილი გახლდათ, ხოლო ქუთაისელებს 22 ქულით ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, თსუ-სა და ,,რუსთავის” დაპირისპირდება რუსთაველთა იოლი გამარჯვებით 75:57 დასრულდა. თსუ-ელთა რიგებში 21 ქულა რუსუდან სიდამონიძემ მოაგროვა, 19 ქულა კი თიკო ცხადაიას ანგარიშზეა.რუსთველთა მხრიდან საუკეთესო 27 ქულით ნათია აბულაძე გახლდათ, 20 ქულა კი ნათია ფუტკარაძემ მიითვალა.
ამრიგად, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს ,,ზესტაფონი” და ,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ, სადაც რუსთაველებმა დამაჯერებლად – 74:52 იმარჯვეს და ,,საქართველოს თასს” დაეუფლნენ. იმერელთაგან 14 ქულით მაია ჩარგეიშვილი გამოირჩა, 13 ქულა მოაგროვა ქეთი ჭურაძემ, ხოლო გამარჯვვებულებს 30 ქულით ნათია აბულაძემ ულიდერა. 20 ქულა კი ნათია ფუტკარაძის ანგარიშზეა.
28 მაისი (ნახევარფინალები)
ზესტაფონი – ქუთაისი 57:50 (12:17; 11:12; 18:4; 16:17)
ზესტაფონი (მაია ჩარგეიშვილი 19ქ)
ქუთაისი (ნელი ჟორჟოლიანი 22ქ)
თსუ – რუსთავი 57:75(15:23; 11:13; 14:18; 17:21)
თსუ ( რუსუდან სიდამონიძე 21ქ. თიკო ცხადაია 19ქ)
რუსთავი (ნათია აბულაძე 27ქ. ნათია ფუტკარაძე 20ქ. ხათუნა საჯაია 15ქ)
29.05.11
საქართველოს თასის ფინალი
ზესტაფონი – რუსთავი 52:74 (14:28; 15:17; 15:11; 8:18)
ზესტაფონი ( მაია ჩარგეიშვილი 14ქ. ქეთი ჭურაძე 13ქ)
რუსთავი (ნათია აბულაძე 30ქ. ნათია ფუტკარაძე 20ქ. ხათუნა საჯაია 14ქ)