საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში სომხეთთან წააგო, თუმცა ნახევარფინალში მაინც გავიდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ გიბრალტარს სძლია და ამის ხარჯზე მოახერხა 3-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება, რამაც ქართველებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
რაც შეეხება მატჩს, სომხებმა ქართველები დამაჯერებელი სხვაობით – 74:55 დაამარცხეს. საქართველომ მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგო, ისიც მხოლოდ 1 ქულით, რამაც მატჩზე გავლენა ვერ მოახდინა. ჩვენს ნაკრებში 7 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ქეთი დანელაშვილი. 8-8 ქულა მოაგროვეს ნონა ცომაიამ, ნინო გადელიამ და მაია დვალმა.
საქართველომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში მეორე ჯგუფის გამარჯვებულ მალტას შეხვდება. მატჩი 3 აგვისტოს, თბილისის დროით 14:45 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში სომხეთი და ანდორა შეერკინებიან.
სომხეთი – საქართველო
სტატისტიკა: 74:55