ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა დაიწყო

ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა დაიწყო

29 იანვარს, ხაშურის სპორტკომპლექსში საკალათბურთო სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩი”, ეგრედწოდებული ALL STAR  გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ადგილობრივების გუნდს გია კაზანჯიანი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – მუჰამედ ტაჩი (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი). „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა) და ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი).

რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

სასტარტო ხუთეულების გამოკითხვა საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იწარმოებს ➡  superleague.ge/allstar/vote ინტერნეტ-გამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. გამოკითხვა 18 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს, 22:00 საათზე დასრულდება. 

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ხაშურის დარბაზში 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

 

ადგილობრივთა გუნდი

უკანახაზელი
ლევან მასხულია  – ბათუმი
ლევან გოგალაძე – კაკტუსი
 ლევან გრძელიძე – ქუთაისი
 ნოდარ გოგოძე – დინამო
 გიორგი ვახანია – ვერა
 ნიკა რამიშვილი –  ოლიმპი
 საბა ლობჯანიძე – რუსთავი
 სანდრო სანაძე – თსუ
 ოთარ ფხაკაძე – რუსთავი
 გივი ბაქრაძე – ვერა
 რევაზ ჩაჩანიძე – ბათუმი
 ლუკა ბულაშვილი -დინამო
რევაზ როგავა – ოლიმპი
 ლუკა ზაქრაძე -თსუ
 გიორგი ცეკვავა – რუსთავი
 ირაკლი სულხანიშვილი – ვერა
ფორვარდი
 გიორგი ქავთარაძე – მგზავრები
 მაიზერ რევაზაშვილი -დინამო
 კახაბერ ჯინჭარაძე – ოლიმპი
 სოსო გოგნაძე – მგზავრები
 ნიკოლოზ დარბაიძე – ოლიმპი
 გიორგი კორსანტია -თსუ
 გიორგი ბარბაქაძე -ქუთაისი
 ვლადიმერ თავაქარაშვილი – დინამო
 ალექსანდრე ფევაძე – ბათუმი
 ვახტანგ გაფრინდაშვილი – ცხუმ-აფხაზეთი
 ბექა ბექაური – ქუთაისი
 კონსტანტინე ბიწაძე – მგზავრები
 მიხეილ ჭოჭუა -კაკტუსი

ზუკა მაჩალაძე – ცხუმ-აფხაზეთი

ცენტრი
 გიორგი ტურძილაძე – თსუ
 ილია ლონდარიძე – რუსთავი
 ნიკა მეტრეველი  – ტიტები
 აკაკი დვალიშვილი  – რუსთავი
 გიორგი შარაბიძე – ცხუმ-აფხაზთი
 ვახტანგ ქადარია  – ვერა

 

ლეგიონერთა გუნდი

უკანახაზელი

ჯეიმს მილიკენი – ქუთაისი
კორი სპენსი –  ტიტები
ტაილერ უილიამსი – დინამო 
 შონ რაუნდთრი – ქუთაისი
ბრაიან უილიამსი – კაკტუსი
კრისტოფერ ანდერსონი – თსუ
კორი ჰოლდენი – ოლიმპი
 დევიდ მაკფარლანდი- თსუ
ლუკ მეიერი – ტიტები
 ლოველ ქაბილ – მგზავრები
 დეონტა ფრანკლინი – ცხუმ-აფხაზეთი
 ჯორჯე მილოსავლევიჩი – თსუ
 ბრენდონ სლაი – ვერა
 ნიკოლაოს დიპლაროსი – ბათუმი
 დარელ ქომბსი – მგზავრები
ფორვარდი
 
 ნიკოლა ტადიჩი – რუსთავი
 ჯოზეფ როკკა – მგზავრები
 ტრისტინ უოლე- ტიტები
 სედრიქ ქაუნსილი – დინამო
 ტაჯ სპენსერი – მგზავრები
 დევიონ ტერნერი – ოლიმპი
 კევინ ობრაიენი – დინამო
 კოლინ მალკოლმი – ბათუმი
 დენზელ ლივინგსტონი – რუსთავი
ობრი მაკალპინი –  ცხუმ-აფხაზეთი

ჯასტინ ევერეტი – კაკტუსი

ცენტრი
 ვენდელ ლუისი – ვერა
 ნიკოლა ვუიოვიჩი – ბათუმი

მილოშ პაიოვიჩი – ქუთაისი

აკიენ ფრედერიკი – ოლიმპი