რუსთავმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა

რუსთავმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა

სუპერლიგის 2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას რუსთავმა უმასპინძლა. ქვემო ქართლის რეგიონში სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელები უკვე მეორედ შეიკრიბნენ და ადგილობრივი პუბლიკის ტრადიციულად დიდი ყურადღება დაიმსახურეს. შეგახსენებთ, რომ პირველად რუსთავში სუპერლიგის ოლ სტარი 2014 წელს გაიმართა.

ამით ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში, გორში, ხაშურში ჩატარდა.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორები გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ.  დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”. 

ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2022

ადგილობრივები VS ლეგიონერები 
სრული სტატისტიკა: 113:111 

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს კაკტუსის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – კავკასიის მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას თსუ-ს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი უწევდა, ხოლო ბექა წივწივაძეს რუსთავის მწვრთნელი ანატოლი ბოისა და ტიტების მთავარი მწვრთნელი, ბესიკ ლეჟავა.

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:
ლუკა ბულაშვილი, გუგა პატაშური (ორივე რუსთავი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), აკაკი ლომოური (ტიტები), ბექა ბექაური (თსუ)

სათადარიგოები:

ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), ილია ლონდარიძე (კავკასია), ირაკლი სულხანიშვილი (კაკტუსი, ტრავმირებული გიორგი ცინცაძე ჩაანაცვლა), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ოთარ ბულიავა (მარგვეთი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:
ტრეი კროფრი (რუსთავი), კაილი რიდლი (ბათუმი), მარქუს გილსონი, ჯარვის რეი, ეივერი დიგსი (რუსთავი) 

სათადარიგოები:
კრის მაკნილი, ჯასტინ ფორესტი (ორივე კავკასია), მაილს დენიელსი (კაკტუსი), კრისტოფერ უეირი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა), ჯორდან სეშენი (ბათუმი),  რიკარდო ლინჩი (გურჯაანის დელტა)

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, რუსთავის დარბაზში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და მეტ ძალისხმევას იმპროვისებულ თამაშზე არ იშურებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა რუსთაველმა გუგა პატაშურმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 113:111. სწორედ პატაშური დასახელდა მატჩის საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე შტამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 30 ქულა, 7 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა მეორე რუსთაველს, ლუკა ბულაშილს, ხოლო ქუთაისის წევრმა ლუკა მაზიაშვილმა 15 ქულა მიითვალა. ლეგიონერთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ქუთაისის ამერიკელი ლეგიონერი ჯარვის რეი 23 ქულით, ერთით ნაკლები დააგროვა კაავკასიელმა კრის მაკნიკმა. 

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში  მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.  

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე(ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ნიკოლოზ სოსელი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა) და აკაკი ლომოური (ტიტები) .

პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგები მიხეილ ბერიშვილმა და საბა ლობჯანიძემ აჩვენეს, რომლებიც ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა და ის ბერიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს ფორვარდმა ფინალური ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ოლ სტარ 2023-ის სნაიპერის პრიზი მოიგო.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში სამი მონაწილე იყო – ბათუმის წევრები – ჯორდან სეშენსი და კაილი რიდლი. მესამე მონაწილე უკონკურსოდ გამოდიოდა. ის გახლავთ მოყვარული კალათბურთელი საბა ნერგაძე. 

ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვეტერანი კალათბურთელები – ნოდარ ქორქია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი და ოთარ ფაიქრიძე იყვნენ.

ფინალური შერკინების დაწყებამდე საბა ნერგაძემ რამდენიმე საჩვენებელი გდება შეასრულა, რის შემდეგაც თანაგუნდელებს შორის გამართული შერკინება კაილი რიდლის გამარჯვებით დასრულდა.

 

დაჯილდოების ცერემონიალი

2023 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატიკაშვილმა, რუსთავის მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა, ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა და რუსთავის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბერუაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ.

რუსთავის მერიამ სპეციალური პრიზი დააწესა თავის რჩეულისთვის, რომელიც გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუგა პატაშური გახდა!  სპეციალური ჯილდოს რუსთაველ კალათბურთელს მერის მოადგილე, ბატონმა ოთარ ტატალაშვილმა გადასცა 

 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს წევრი მიშა ბერიშვილი რომელიც სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.  

3 ქულიანების კონკურსის გამარჯვებულისთვის სპეციალური პრიზი დააწესა Shoot 360-მა, მიშა ბერიშვილს 6 თვიანი ულიმიტო აბონიმენტი ქაქუცა აბაიშვილმა გადასცა

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა  ბათუმის მოთამაშე კაილი რიდლი რომელიც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი.

2022 წლის ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე  გახდა, MVP რუსთავის გუგა პატაშური გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძემ გადასცეს 

ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე – MVP -ისთვის სპეციალური პრიზი დააწესა Shoot 360-მა, გუგა პატაშურს  ბექა ჭყოიძემ გადასცა

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის სრული ლაივ-ტრანსლაცია