2012 წლის დუდუ დადიანის ფინალური შეხვედრა დღეს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა.
ფინალში ა და ბ ჯგუფის ლიდერები, არმია და შსს აკადემია დაუპირისპირდნენ. მატჩი სანახაობრივი და დინამიური გამოდგა. გულშემატკივართა მხარდაჭერას, როგორც ერთი
ასევე მეორე გუნდის კალათბურთელები იმსახურებდნენ.
საბოლოოდ კი დადიანის მემორიალის თასს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,არმია“ დაეუფლა, რომელმაც ეს ტიტული პირველად მოიპოვა. მატჩის საბოლოო
შედეგი 68:57.
პირველი ტაიმი თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 2 ქულით, 16:14 მოუგო მეტოქეს. მესამე პერიოდში კი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 39:39 დაფიქსირდა, ხოლო მეოთხე პერიოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა, სადაც უპირატესობა ,,არმიამ” მოიპოვა და პერიოდში 29:18 იმარჯვა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ლაშა გამყრელიძე დაასახელეს, რომელსაც საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გადასცა.
გამარჯვებულ გუნდს კი ,,დუდუ დადიანის სახელობის თასი“ დუდუ დადიანის ძმიშვილებმა, სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
რაც შეეხება კალათბურთელთა მონაგარს, ,,არმიის” რიგებში 13 ქულა ლაშა გამყრელიძის ანგარიშზეა, 14 ქულა კი კურტის მილაჟმა დააგროვა.
შსს-ს რიგებში ყველაზე მეტი 16 ქულა კირკ არჩიბეკმა, 13 ქულა კი ბესიკ ლეჟავამ ჩაიწერა აქტივში.
კოტე ტუღუში: მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ დუდუ დადიანის მემორიალში, რომელიც ჩვენთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპი აღმოჩნდა. აღნიშნულ ტურნირში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და მოხარულნი ვართ ამ გამარჯვებით. შსს აკადემიის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, თუმცა, ვფიქრობ ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ გამოსასწორებელი გვაქვს. რაც შეეხება სუპერლიგის ახალ სეზონს , ვფიქრობ წინ საინტერესო სეზონი გველოდება, ყველა გუნდი ეცდება ჩვენი, როგორც ჩემპიონი გუნდის
დამარცხებას. მომავალ ჩემპიონატში საკმაოდ ძლიერი გუნდები იასპარეზებენ, ამიტომ ვფიქრობ ძალიან მალე უნდა შევიდეთ სათამაშო ფორმაში.
ლაშა გამყრელიძე:
ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. სამი პერიოდს განმავლობაში გუნდებს შორის უთანასწორო ბრძოლა მიდიოდა, თუმცა ბოლოში მაინც ვძლიეთ
მეტოქეს. ამ ეტაპზე მთელი ყურადღება ,,ევროჩელენჯზე“ გვაქვს გადატანილი და ვფიქრობ ჩვენმა გუნდმა კარგი მოსამზედებელი ეტაპი გაიარა. რა თქმა უნდა, დადიანის მეორიალში ასპარეზობა და გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვისაც, ვინაიდან საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს.
გეორგის კეცელიდისი:
უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ ,,არმიას“ ამ გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და მოგების რეალური შანსიც გვქონდა, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა ვერ შეძლეს ,,არმიის” კალათბურთელების, კურტის მილიჯის და ანატოლი ბოისას შეჩერება, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩააგდეს.