2013 წლის დუდუ დადიანის მემორიალი 5 ოქტომბერს იწყება

2013 წლის დუდუ დადიანის მემორიალი 5 ოქტომბერს იწყება

 2013-2014 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. 

ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და 9 ოქტომბერამდე გაგრძელდება. წლევანდელ მემორიალში 6 გუნდი ( არმია, ქუთაისი, რუსთავი, შსს აკადემია, სოხუმი და ოლიმპი)  მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში სუპერლიგის გასული სეზონის ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად გადანაწილდა.