დუდუ დადიანის მემორიალი 29 სექტემბერს, რუსთავში დაიწყება

დუდუ დადიანის მემორიალი 29 სექტემბერს, რუსთავში დაიწყება

2024-2025 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 29 სექტემბერს, რუსთავში აიღებს და მასში მონაწილეობას სუპერლიგის თერთმეტივე გუნდთან ერთად წლეულს “ა” ლიგაში დაქვეითებული “რუსთავი 1991” მიიღებს. 

დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები  ნახევარფინალში გავლენ. დებულების თანახმად ნახევარფინალში გასული გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1 – B1, C1 – D1.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 29 და 30 სექტემბერს, ასევე 1 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც 2 ოქტომბერს დასვენების დღეა. ნახევარფინალები 3, ხოლო ფინალი 4 ოქტომბერს გაიმართება.