ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის მემორიალური
ტურნირი წელს მე-15-ედ გაიმართება. ტურნირი 5 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს ჩატარდება.
დუდუ დადიანის მემორიალის მატჩები თბილისის სპორტის ახალ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება და მასში მონაწილეობას სუპერლიგის
6 გუნდი მიიღებს. მემორიალში არ გამოვლენ სუპერლიგის გუნდები „ბათუმი“ და „კაკტუსი“, ხოლო დანარჩენები ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
„ა“ ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, რუსთავი
„ბ“ ჯგუფი“: დინამო, მგზავრები, ოლიმპი
ჯგუფებში მატჩები ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
აქამდე გამართული დუდუ დადიანის 13 მემორიალიდან ყველაზე მეტჯერ ტიტული რუსთაველებს მოუგიათ. 2006-2010 წლებში, როცა „ენერჯი-ინვესტის“ სახელით
გამოდიოდნენ, ქვემოქართლელებმა დადიანის მემორიალი ზედიზედ 5-ჯერ მოიგეს.