2012-2013 წლის საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა, რომელსაც ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
დღის პირველ შეხვედრაში გამარჯვება ოლიმპის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და საბოლოოდ მეტოქეს დიდი სხვაობით 88:54 სძლია.
,,ოლიმპის“ შემადგენლობაში 16 ქულით თავი მიხეილ ბერიშვილიმა გამოიჩინა, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკოლა ტუტუსმა გაიფორმა – 10 ქულა და 11 მოხსნა. ,,ტექნიკოსთა“ მხრიდან კი ყველაზე მეტი 16 ქულა ტატო ჩაჩიბაიამ დააგროვა.
მემორიალის რიგით მეორე მატჩში ერთმანეთს ,,არმიისა“ – თსუ-ს გუნდები დაუპირისპირდნენ. არმიალებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 98:49 იმარჯვეს.
,,ძალოვანთა“ რიგებში თავი ახალმა ლეგიონერმა კურტის მილიჯმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო თსუ -ს მხრიდან 13 ქულა ვახტანგ ჩქარეულმა დააგროვა.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღის დასკვნითი შეხვედრა ,,ქუთაისსა“ და ,,რუსთავს“ შორის, რომლის ბედიც მატჩი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის
პირველ ნახევარში უპირატესობა ,,ქვემოქართლელებმა” მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 37:32 გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში ქუთაისელები აქტიურად
ათამაშდნენ და აღნიშნული მეოთხედის მიწურულს მეტოქეს 3 ქულით 48:51 ჩამორჩნენ.
დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ,,ქუთაისმა“ წინ გასვლაც მოახერხა და თავის სასარგებლოდ 57:56 დააფიქსირა. დარჩენილ დროში რუსთავის გუნდმა ვერ შეძლო
თამაშზე სათანადო კონცენტრაცია და შეხვედრა სამი ქულის სხვაობით – 62:65 დათმო.
გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, ხოლო რუსთავის გუნდს 15 ქულა ნეიდ ბოუიმ მოუტანა.