ქუთაისმა წააგო, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა

ქუთაისმა წააგო, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა

გალერეადუდუ დადიანის ფინალში ერთმანეთს ყაზახური „ბარსი“ და იმერული “ქუთაისი” შეხვდებიან. ერთი ფინალისტის
ვინაობა გუშინ გაირკვა, როცა ყაზახურმა გუნდმა ჯგუფის მეორე შეხვედრა მოიგო, ხოლო მისი ოპონენტის ვინაობა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე გაირკვა.

“ოლიმპს” ქუთაისელთა 11 ქულით დამარცხება სჭირდებოდა, ჯგუფიდან რომ გასულიყო. გია კაზანჯიანის გუნდმა თავი რთულ სიტუაციაში პირველ
ტურში, აკადემიასთან წაგებით ჩაიგდო. ქუთაისელებმა შემდეგ “აკადემიას” 20 ქულით სძლიეს და ოლიმპთან ჯგუფის ბოლო მატჩის წინ სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნეს.

მიუხედავად იმისა, რომ მარაგში 10 ქულა ჰქონდა, “ქუთაისმა” “ოლიმპთან” ბეწვის ხიდზე გაიარა. კაზანჯიანის გუნდმა 67:60 მოიგო და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა. ოლიმპელები ბოლო წუთებზე 11 ქულით რამდენჯერმე იგებდა, ხოლო 2 წუთში კი 3 საჯარიმო ააცილა. ამის შემდეგ თბილისურ გუნდს მაინც ჰქონდა სასურველი, 11-ქულიანი გამარჯვების შანსი, თუმცა კახა ტომარაძის სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა და შეხვედრ ბექა წივწივაძის 1 ზუსტი საჯარიმოთი და ოლიმპის 7-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

ამ საინტერესო და დაძაბულ შეხვედრამდე 2 მატჩი გაიმართა, რომლებსაც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ფინალში ნაადრევად
გასულმა ყაზახურმა „ბარსმა“ 77:61 დაამარცხა „სოხუმი“, ხოლო „მგზავრებმა“ დინამოსთან პრესტიჟის მატჩი მოიგო – 78:66.

მაშ ასე, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ყაზახური „ბარსი“ და „ქუთაისი“ იბრძოლებენ. სატიტულო შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის
სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

 

სოხუმი – ბარსი  61:77

დინამო – მგზავრები  66:78

ქუთაისი – ოლიმპი  60:67