2013 წლის საქართველოს თასის რიგით მე-13 გათამაშებაში სუპერლიგის ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
პირველი წრის მიხედვით 7 საუკეთესო გუნდი – ოლიმპი, შსს, რუსთავი, არმია, ქუთაისი, დინამო და თსუ – მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდა, დარჩენილი 1 ადგილისთვის კი ცხრილის VIII-XI ადგილებზე გასული გუნდები – ბათუმი, სოხუმი, თსსუ და სტუ – საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებენ.
კენჭიყრის შედეგად გუნდები მეოთხედფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ოლიმპი – დინამო, შსს – თსუ, რუსთავი – ქუთაისი და არმია – საკვალიფიკაციო ტურნირში გამარჯვებული. საკვალიფიკაციოში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის 4 აუტსაიდერი ითამაშებს: სოხუმი – თსსუ, ბათუმი – სტუ.
თასის გათამაშების საკვალიფიკაციო მატჩები, მეოთხედფინალები და ნახევარფინალები საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება, ხოლო ფინალს 27 იანვარს, 18:00 საათზე , თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.