2015 წლის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა სამინისტროში

2015 წლის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა სამინისტროში

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში  2015 წლის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც თასში მოასპარეზე  გუნდის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

საქართველოს თასის კენჭისყრა  წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით  ჩატარდა. 1-ელ კალათაში  ცხრილის 1-ელმა ოთხეულმა მოიყარა თავი, მე-2 კალათაში  კი მე-2 ოთხეულმა.  

მოედნის უპირატესობა მიენიჭა 1-ელ კალათაში განთავსებულ გუნდებს. თასის გათამაშების მატჩები 2 მოგებამდე გაიმართება.