საქართველოს 2017 წლის თასის გადთამაშება დღეს საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, რომლის პირველ წრეში ერთმანეთს „ა“ ლიგის გუნდები ეჯიბრებიან. გათამაშების სისტების თანახმად, საქართველოს თასის ძირითადი ეტაპი მეოთხედფინალებით დაიწყება, მანამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპია.
პირველ მატჩში ერთმანეთს „არენა“ და მარნეულის „დელტა“ შეხვდნენ. მატჩის უმეტესი დრო არენელთა უპირატესობით მინდინარეობდა. თბილისელთა უპირატესობამ ერთხანს 12 ქულაც შეადგინა, თუმცა ბოლო პერიოდში „დელტამ“ დაწინაურება მოახერხა და გამარჯვებასთან ახლოს იყო. გადამწყვეტ მომენტში „არენამ“ მწყობრი დაცვის ხარჯზე თამაშის შემობრუნება მოახერხა და გამარჯვებამდე მივიდა – 84:78.
გამარჯვებულთაგან 23 ქულითა და 19 მოხსნით პიტერ ალექსისი გამოირჩა. ალექსანდრ რიხლიუკმა 19 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო როდნერიუს ლუისის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. მარნეულელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი დეანდრე რეიმ დააფიქსირა. 12 ქულა და 15 მოხსნა ლარონ გრიფინის ანგარიშზეა.
არენა – მარნეული 84:78
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე „არენამ“ შედეგიანად დაძლია და გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც სუპერლიგის გუნდ „მგზავრებს“ შეხვდება და ამათგან გამარჯვებული საქართველოს თასის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.
მეორე საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი (სეუ) „თსუ-ჰიუნდაის“ დაუპირისპირდა. სეუ პირველი ტაიმის უმეტეს დროს იგებდა, თუმცა დიდ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მატჩის სადავეები ხელიდან გაექსცა, ხოლო „თსუ-ჰიუნდაიმ“ ზეწოლა გააძლიერა და პირველი ნახევარი 39:36 მოიგო.
მეორე ტაიმში „თსუ-ჰიუნდაიმ“ საბოლოოდ გატეხა მეტოქე და მატჩიც სათავისო შედეგით დაასრულა. საბოლოოდ 85:69 ჰიუნდაელთა სასარგებლოდ, რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი მეთიუ გლოვერმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ალექსანდრე ფევაძე ჰიუნდაელებს 18 ქულითა და 8 მოხსნით შეეშველა. სეუ-ში 19 ქულით ბომბარდირი დავით მაისურაძე გახდა.
სეუ – თსუ 69:85
„თსუ-ჰიუნდაი“ საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში „ოლიმპს“ შეხვდება. ამათ შორის გამარჯვებული კი თასის გათამაშების მეოთხედფინალში გადავა. საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი, მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩები, მგზავრები – არენა და ოლიმპი – თსუ-ჰიუნდაი, 25 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.