მეოთხედფინალის საგზური თსსუ-მ მოიპოვა

მეოთხედფინალის საგზური თსსუ-მ მოიპოვა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს თასი 2012-ის მეოთხედფინალის საგზურითვის სტუდენტური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტი და თსუ დაუპირისპირდნენ.

სამედიცინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იოლად, 87:72 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ,,არმიას“
შეხვდება. შეხვედრის საწყისი ათწუთეული გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში სამედიცინო გააქტიურდა და წინ 10 ქულით გავიდა – 36:26. ამის შემდეგ ,,მედიკოსები“ შეუჩერებელები აღმოჩნდნენ და მატჩის მსვლელობისას მოპოვებულ უპირატესობას უფრო და უფრო იმყარებდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში თსსუ-მ სხვაობა 19 ქულამდე გაზარდა -53:34, ხოლო მესამე პერიოდის დასასრულს ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა – 68:45. უინტერესო აღმოჩნდა მატჩის დასკვნითი მეოთხედი,  თსუ-მ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და საქართველოს თასის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა.

გამარჯვებულებს 20 ქულით კოკა ტომარაძემ ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა მიითვალა. რაც შეეხება თსუ-ს, მის შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო დავით ხიზანიშვილი აღმოჩნდა, ხოლო ორმაგი დუბლი თორნიკე ნინიაშვილის ანგარიშზეა – 15 ქულა და 12 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზი საქართველო თასის მეოთხედფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს, რომელიც სტარტს 12 საათიდან აიღებს.