სტატისტიკასაქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის ერთი მატჩი გაიმართა დღეს ქუთაისში, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. დებულების თანახმად, წლევანდელი გათამაშების პლეი ოფში გამარჯვება ერთ მოგებამდეა და ქუთაისში გამართული შეხვედრის მოგებული ნახევარფინალში გადიოდა.
ნახევარფინალში გავიდა რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი „რუსთავი“, რომელმაც ქუთაისში 5-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 71:66. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქვემოქართლურმა გუნდმა პირველი ტაიმის წაგების შემდეგ მობილიზება მოახერხა და მესამე პერიოდის 10 ქულით (20:10) მოგებით სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონა.
ბოლო მეოთხედში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ქუთაისელები ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ, თუმცა რუსთაველები საიმედოდ თამაშობდნენ და მასპინძლების ყოველ მცდელობას ახშობდნენ. გადამწყვეტ ეპიზოდში გამარჯვებისთვის საჭირო ქულები ჩააგდეს ნიკოლა გაჩეშამ და ლაშა გამყრელიძემ. „რუსთავმა დაბოლოოდ 5 ქულის სხვაობით – 71:55 იმარჯვა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.
26 ქულითა და 13 მოხსნით „რუსთავს“ ამერიკელმა კაილ ტურპინმა ულიდერა. 16 ქულა და 8 მოხსნა სერბმა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, ხოლო 12 ქულა ლაშა გამყრელიძის ანგარიშზეა. ქუთაისში 12 ქულით ბომბარდირი გახდა გოგა ცეკვავა, 11 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ბექა ბექაურმა.
ხვალ, 26 იანვარს გაიმართება თასის გათამაშების კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი: „ბათუმი“ „ოლიმპს“ უმასპინძლებს.