“ქუთაისმა” “აფხაზეთი” დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა

“ქუთაისმა” “აფხაზეთი” დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა

თასის გათამაშების ერთი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. მედვედფინალური სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და “აფხაზეთი” შეხვდნენ. სუპერლიგისა და “ა” ლიგის წარმომადგენელთა მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. ფავორიტად შერაცხულმა ქუთაისელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 113:74.

არადა, აფხაზეთის გუნდმა თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდი 29:25 მოიგო, თუმცა მასპინძლებმა ვითარება მალევე გამოასწორეს და მეორე ათწუთეულის 31:16 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე მეოთხედის ბოლოს მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა: მასპინძლებმა პერიოდი 8 ქულით მოიგეს და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნეს.

გამარჯვებულებს 23 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 20 ქულა დააგროვა დავით ლომიძემ, ხოლო დეჟან რაითმა გამარჯვებულებს 16 ქულა მიაშველა. “აფხაზეთში” 19 ქულით საუკეთესო იყო კენეტ რაიმსი,  რილვან ბაკარეს ანგარიშზე კი17 ქულა დაგროვდა. 

მერვედფინალური სერიის მეორე მატჩი 30 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.