დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო. სანამ მეოთხედფინალები დაიწყებოდეს, გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი სუპერლიგის აუტსაიდერ გუნდების მონაწილეობით, რომელიც პლეი ოფის მონაწილე მე-8 გუნდს გაარკვევს.
მეოთხედფინალში ადგილები მოპოვებული აქვთ სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის საუკეთესო 7 გუნდს, ხოლო მომდევნო 4 გუნდი მე-8 ადგილისთვის იბრძვის. დღეს 2 საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა – „ბათუმმა“ სტუ დაამარცხა, ხოლო „სოხუმმა“ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს მოუგო.
შესაბამისად, გამარჯვებულები საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდნენ და ხვალინდელ მატჩში გაარკვევენ იმ მერვე გუნდის ვინაობას, რომელიც თასის გათამაშების მეოთხედფინალში გადავა და იქ „არმიას“ შეხვდება. დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები შემდეგნაირად გამოიყურებიან: „ოლიმპი“-„დინამო“, „რუსთავი“-„ქუთაისი“ და „შსს-აკადემია“-თსუ.
რაც შეეხებათ საკვალიფიკაციო მატჩებს: ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა „ბათუმს“ დამაჯერებლად – 79:53 მოუგო. გამარჯვებულებს 21 ქულით და 18 მოხსნით გიორგი პირველაშვილმა ულიდერა, 19 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ტატო ჩაჩიბაიას. ბათუმელთაგან ლაშა კეშელავა გამოირჩა 22 ქულითა და 12 მოხსნით.
მეორე საკვალიფიკაციო დაპირისპირებაში შედარებით დაძაბული ბრძოლა გაიმართა. „სოხუმმა“ ირაკლი ჩლაიძის შედეგიანი თამაშის წყალობით 70:62 მოუგო თსსუ-ს. ჩლაიძემ თავის გუნდს 34 ქულა შესძინა, ხოლო დავით დეკანოიძემ 12 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„სოხუმისა“ და სტუ-ს მატჩი 23 იანვარს აკადემიის დარბაზში, 14 საათზე გაიმართება.
ბათუმი – სტუ 53:79
სოხუმი – თსსუ 70:62