საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩებს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ,,ოლიმპი – ,,ქუთაისი“ და ,,არმია“ – შსს დაუპირისპირდნენ.
ფინალური საგზური ,,არმიამ“ და ,,ქუთაისმა“ მოიპოვეს, რომლებიც 2012 წლის საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. საინტერესოდ დაიწყო ,ოლიმპისა“ და ,,ქუთაისის“ დაპირისპირება, სადაც საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ, 16:16 დასრულდა. მეორე პერიოდის შუაწელში წინ ოლიმპელები გავიდნენ – 26:20, თუმცა ,,ქუთათურები“
მალევე გააქტიურდნენ და აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 1:54 წუთით ადრე მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს – 29:28. დიდ შესვენებამდე გუნდებს შორის ფრე რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ,,ოლიმპმა“ იაქტიურა და მატჩის პირველ ნახევარში 35:31 იმარჯვეს.
გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა მესამე მეოთხედი, რომლის დასასრულს ტაბლოზე კვლავ ფრე, 43:43 დაფიქსირდა, ხოლო საბოლოოდ ,,ქუთაისის“ მინიმალური უპირატესობით, 44:43 დასრულდა.
გადამწყვეტ, დასკვნით მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში წავიდა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მატჩის ძირითადი დროის ამოურვამდე რამდენიმე წამით ადრე უპირატესობა ქუთაისელებმა მოიპოვეს 58:55, დარჩენილ დროში კი ,,ოლიმპმა“ ვერაფერი გააწყო და საქართველოს თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა.
,,ოლიმპის“ შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი გამყრელიძე იყო, რომელმაც 12 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 9 მოხსნა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნაღა დააკლდა. ქუთაისის გუნდს 19 ქულით რევაზ დიდიამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ბარბაქაძემ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 10 მოხსნაა.
რაც შეეხება ,,არმია“- შსს-ს დაპირისპირებას, იგი არმიელთა დამაჯერებელი მოგებით დასრულდა – 99:83. პირველი მეოთხედი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და ფრედ, 23:23 დასრულდა. მეორე მეოთხედის დასაწყისში შსს-მ მოიპოვა უპირატესობა და წინ
3 ქულით გავიდა – 30:27, თუმცა არმიელებმა შეძლეს მობილიზება და აღნიშნული პერიოდის მე-6 წუთზე 35:30 დაწინაურდნენ, ხოლო დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 51:41.
მესამე პერიოდში არმიელებმა შსს-ს შანსი არ დაუტოვეს და აღნიშნული პერიოდის მიწურულს დიდი სხვაობით, 74:53 დაწინაურდნენ.
ბოლო დასკვნით მეოთხედში შსს-მ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა.
,,არმიას“ 29 ქულით უილიამ ტომასმა ულიდერა, ხოლო 17 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ბენჟამინ ვუდსაიდმა მიითვალა. შსს-ს შემადგენლობაში საუკეთესო 32 ქულით ლარი ბლერი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ტრეისი სმიტმა შეასრულა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,არმია“ – ,,ქუთაისი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 30 იანვარს 17 საათზე გაიმართება.