სტუ თასის მეოთხედფინალშია

სტუ თასის მეოთხედფინალშია

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში მონაწილე 8 გუნდი შეივსო. ბოლო ადგილისთვის მებრძოლ 4 გუნდს შორის ყველას ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა აჯობა. 

ტექნიკოსებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში „სოხუმი“ 84:66 დაამარცხეს. თასის გათამაშების ფორმატის თანახმად სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო 7 გუნდი მეოთხედფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო მერვე ადგილისთვის ცხრილის მომდევნო 4 გუნდი იბრძოდა. სტუ-მ პირველ საკვალიფიკაციო მატჩში „ბათუმი“ დაამარცხა, ხოლო  მომდევნო მატჩში „სოხუმს“ მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 31 ქულითა და 14 მოხსნით ტატო ჩაჩიბაიამ ულიდერა, ხოლო გიორგი პირველაშვილმა და გიგა კვეტენაძემ 15-15 ქულა დააგროვეს. კვეტენაძემ მთელი მონაგარი სამქულიანებით შეავსო, ორმელმაც 6-დან 5 შორი სროლა ჩააგდო. სოხუმელთაგან 29 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, 15 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით დეკანოიძემ შეასრულა. მეოთხედფინალში სტუ „არმიას“ შეხვდება, ხოლო 11 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად დანარჩენი გუნდები პლეი ოფში ასე დაყვილდნენ: „ოლიმპი“ – „დინამო“, „რუსთავი“ – „ქუთაისი“ და „შსს-აკადემია“ – თსუ. ოთხივე საპლეიოფო მატჩი 24 იანვარს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
სტუ – სოხუმი 84:66