თასის მეოთხედფინალს მგზავრები, ვერა და ტიტები დაემატნენ

თასის მეოთხედფინალს მგზავრები, ვერა და ტიტები დაემატნენ

დღეს საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის კიდევ 3 მონაწილე გაირკვა. მეოთხედფინალში გუშინ გასულ ოლიმპს და დინამოს დღეს მგზავრები, ვერა და ტიტები შეუერთდნენ. ამ გუნდებმა მოიგეს მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები და ამ შეხვედრებში მოპოვებული უპირატესობა, დღეს გამართულ საპასუხო მატჩებში შეინარჩუნეს.

მგზავრებმა 2 დღის წინ კაკტუსი 19 ქულით – 95:76 დაამარცხა და დღეს, საპასუხო შეხვედრაში ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა კვლავ იმარჯვეს, ამჯერად 1 ქულით (90:89 სტატისტიკა) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. გაცილებით რთულ სიტუაციაში იყვნენ ვერელები, რომლებმაც პირველი შეხვედრა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაი პრობლემები არ შექმნიათ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა თავიდანვე რომ მოიპოვა, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. ვერამ საბოლოოდ 91:62 (სტატისტიკა) მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მესამე გუნდი, რომელმაც დღეს მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, ტიტებია. ლაშა გამყრელიძის გუნდს მერვედფინალური სერიის პირველი შეხვედრა 22 ქულით ჰქონდა მოგებული და ქუთაისში, საპასუხო შეხვედრის ჩასატარებლად დღეს იმედიანად ჩავიდა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები მესამე პერიოდში 28 თუმცაქულით იგებდნენ, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ვერ მოახერხა სასურველი სხვაობის დაფიქსირება და თასის გათამაშებას გამოეთხოვა. ქუთაისელებმა საბოლოოდ 94:75 (სტატისტიკა) მოიგეს, თუმცა მეოთხედფინალში თითები გავიდა და მომდევნო ეტაპზე ვერას დაუპირისპირდება.