2003-წლიანთა საქართველოს საკალათბურთო ფესტივალზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

2003-წლიანთა საქართველოს საკალათბურთო ფესტივალზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

დასრულდა საქართველოს 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად.
ჯგუფურ ეტაპზე მთლიანობაში 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 3 ჯგუფში იყო გადანაწილებული. ერთი წრის შემდეგ გუნდებმა ჯგუფებში ადგილები გაინაწილეს და საუკეთესო 2-2 გუნდმა მეოთხედფინალში პირდაპირ გააღწია. პლეი ოფში გასულ 6 გუნდს 2 საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატა და მეოთხედფინალისტებიც დაკომპლექტდნენ.
პლეი ოფის პირველი რაუნდის ოთხივე შეხვედრა ხვალ, 27 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.