2013 წლის ქორქია-საკანდელიძის მემორიალი იწყება

2013 წლის ქორქია-საკანდელიძის მემორიალი იწყება

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალი  15-22 იანვარს გიმართება და მასში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.

 გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ იყო, მემორიალში თამაშზე რეგიონის ორმა გუნდმა – ქუთაისმა და ბათუმმა –  უარი განაცხადა.

 ჯგუფებში გუნდები სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით განაწილდნენ. A ჯგუფში თავი ოლიმპმა, არმიამ, დინამომ, თსსუ-მ და სტუ-მ მოიყარეს. B-ში კი შსს-აკადემია, რუსთავი, თსუ და სოხუმი მოხვდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან.

მემორიალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.