2021 წლის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დაიწყო

2021 წლის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დაიწყო

კალათბურთში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი 18-24 იანვარს გაიმართება.

აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-16-ედ გათამაშდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მემორიალში სუპერლიგის 10 გუნდი და ორი “ა” ლიგის წარმომადგენელი – „ორბი“ და „მეგა“ იასპარეზებს.

მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში დებულებით გათვალისწინებული ფორმატით დაწყვილდება.

ნახევარფინალებში გამარჯვებული გუნდები სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. 

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი “რუსთავია”, რომელმაც შარშან ფინალურ მატჩში “კაკტუსი” დაამარცხა. 

ჯგუფური ეტაპის მატჩები  18, 20 და 21 იანვარს გაიმართება,  ნახევარფინალები 22 იანვარს,  ხოლო ფინალი 24 იანვარს.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის მატჩების  პირდაპირი ტრანსლაცია (ვიდეო ლაივ-სტრიმი) იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულზე ➥gbf.ge/livestream

#უგულშემატკივრექართულკალათბურთს