დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც
ერთმანეთს ,,არმია“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუპირისპირდნენ. 2012 წლის მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალში თავდაცვის სამინისტროს გუნდმა იმარჯვა რომელმაც ფინალში შსს-ს დამაჯერებლად 99:83 სძლია.
მატჩის საწყისი წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, პირველი მეოთხედში არმიელებმა 25:18 იმარჯვეს, ხოლო მეორე ,,არმია“ შეუჩერებელი აღმჩნდა, მეორე ათწუთეულში 30:10 გავიდა წინ და საბოლოოდ პირველ ნახევარში დიდი სხვაობით, ანგარიშით 55:28 იმარჯვა.
მატჩის მეორე ნახევარიც არმიელეთა სრული უპირატესობით წარიმართა. შსს-მ ვერ შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და იოლი მარცხი განიცადა.
,,არმიის“ შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით ბენჟამენ ვუდსაიდი იყო, რომელმაც 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთი პასიღა დააკლდა. შსს-ს მხრიდან 22 -22 ქულა ლარი ბლერისა და რობერტ კრეპსის ანგარიშზეა, ხოლო ამ უკანასკნელმა 10 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის დასრულოების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო უკანახაზელი ბენჟამინ ვუდსაიდი გახდა, ხოლო საუკეთესო ფორვარდის პრიზი ჯერემი
რიჩარდსონს გადაეცა. მ.ქორქია-ზ.საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულთა გუნდის კაპიტანს ზვიად ბაბიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის თასი ნოდარ ქორქიამ გადასცა.