ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან იმართება და წელს მისი რიგით მე-18 გათამაშებაა.
წლეულს მემორიალში6 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ა” ჯგუფში თავმოყრილია კაკტუსი, რუსთავი და მეგა, ხოლო “ბ”-ში თსუ, ვერა და “ა” ლიგის წევრი, ტყიბულის “ორბი”. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუიკეთესო გავა.
დღეს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. რუსთავმა დამაჯერებელი სხვაობით – 104:90 (სტატისტიკა) სძლია მეგას და ნახევარფინალში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. ჯგუფის მეორე მატჩს ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლელები კაკტუსთან გამართავენ, რომელიც დღეს ისვენებდა.
მეორე შეხვედრაში ვერამ ტყიბულის ორბი 89:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. “ა” ლიგის წარმომადგენელმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია სუპერლიგის გუნდს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
მეორე ტურის მატჩები 5 იანვარს გაიმართება. თსუ ვერას 14:00 საათზე შეხვდება, ხოლო კაკტუსის და მეგას დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება.