ქუთაისმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი შეინარჩუნა

ქუთაისმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი შეინარჩუნა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა „ქუთაისი-2010“. კოტე ტუღუშის, შოთა ჯავახიშვილისა და კახა დარახველიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ფინალურ მატჩში 80:58 დაამარცხა „არენა“ და შარშან მოპოვებული ანალოგიური ტიტული შეინარჩუნა.
მეორე წელია, საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალს ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს. ტურნირის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ქალაქ ქუთაისის მერიაც ეხმარება და ერთობლივი ძალებით იმერეთის მთავარ ქალაქს საკმაოდ საინტერესო სპორტული ღონისძიება შეემატა.

„ქუთაისმა“ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო, ხოლო „არენამ“ ფინალის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. არენელებთან ერთად „მგზავრებმაც“ და „კაკტუსმაც“ სამიდან 2 მატჩი მოიგეს და ფინალში გამსვლელიც ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთებით გადაწყდა.

როგორც აღმოჩნდა, ფინალში გასვლა იყო „არენის“ მაქსიმუმი. „ა“ ლიგის გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ქუთაისს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უთანასწორო ბრძოლაში – 22 ქულით დამარცხდა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 22:10 მოიგეს, მეორეში – 23:11 იმარჯვეს, 24 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. „არენამ“ მომდევნო ორივე პერიოდი მოიგო, თუმცა მხოლოდ თითო ქულით და საბოლოოდ 22-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა.
გამარჯვებულებს 18 ქულით აკაკი ლომოურმა ულიდერა, 17 ქულა დაგროვდა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე, ზაურ ფაშაევმა და დრაგან ტუბაკმა კი 8-8 ქულა გაიფორმეს. არენელთაგან ორმაგი დუბლით (15 ქულა, 16 მოხსნა) დაუგროვდა ალექსანდრ რიხლიუკს, როდნერიუს ლუისის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ტრადიცულად, გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი და ფორვარდი. „ქუთაისის“ წევრ გიორგი ცინცაძეს პრიზი გადასცა ზურაბ საკანდელიძის ძმამ, ანზორ საკანდელიძემ, ხოლო საუკეთესო ფორვარდად დასახელებული გიორგი ბარბაქაძე ნოდარ ქორქიას ბიძაშვილმა – ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვა.
ქუთაისის მერიამ სპეციალური პრიზი დააწესა ჩემპიონი გუნდის გამორჩეული მოთამაშისთვის, რომელიც აკაკი ლომოურს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გადასცა. ტურნირის მთავარი პრიზი – საჩემპიონო თასი ქუთაისელთა ვიცე-კაპიტან ანატოლი ბოისას ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, ქალბატინმა მაცაცომ გადასცა.

მაცაცო საკანდელიძე (ზურაბ საკანდელიძის მეუღლე): ეს ტურნირი ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და თანდათან უფრო მასშტაბურიც ხდება, თუმცა სასურველია რომ მომავალში ის არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სივრცეშიც ტარდებოდეს, რათა უფრო ფართოდ გავრცელდეს ამ ორი გენიალური სპორტსმენის სახელი.  ის ფაქტი, რომ მემორიალს მასპინძლობს ქუთაისი, მართლაც ძალიან სიმბოლურია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან იგი არის ამ ორი გენიალური სპორტსმენის მშობლიური და ძალიან საყვარელი ქალაქი.
ანზორ საკანდელიძე  (ზურაბ საკანდელიძის ძმა): ტურნირი ძალიან ორგანიზებულად ტარდება და  დროა მას უკვე საერთაშორისო სტატუსიც მიენიჭოს. სამწუხაროა, რომ ამ ორი უდიდესი სპორტსმენის სახელობის მემორიალში სუპერლიგის ყველა გუნდი არ ასპარეზობს. სასურველია რომ სამომავლოდ მასში ყველა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა.
ნოდარ ქორქია(მიხეილ ქორქიას ბიძაშვილი): როგორც ყოველთვის მშვენივრად ჩაიარა მემორიალმა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალში აუცილებელია ამ ტურნირს საერთაშორისო სახე მიეცეს.

ანზორ საკანდელიძე  (ზურაბ საკანდელიძის ძმა): ტურნირი ძალიან ორგანიზებულად ტარდება და  დროა მას უკვე საერთაშორისო სტატუსიც მიენიჭოს. სამწუხაროა, რომ ამ ორი უდიდესი სპორტსმენის სახელობის მემორიალში სუპერლიგის ყველა გუნდი არ ასპარეზობს. სასურველია რომ სამომავლოდ მასში ყველა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა.

ნოდარ ქორქია(მიხეილ ქორქიას ბიძაშვილი): როგორც ყოველთვის მშვენივრად ჩაიარა მემორიალმა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალში აუცილებელია ამ ტურნირს საერთაშორისო სახე მიეცეს.

მიხეილ გაბრიჩიძე(კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): უკვე მესამე წელია რაც მემორიალის ფინალი ქუთაისში იმართება, ბოლო ორი წელი კი ტურნირს ქუთაისი მასპინძლობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქუთაისის გარეშე კალათბურთის განვითარება და წისვლა წარმოუდგენელია. ამ ქალაქს დიდი საკალათბურთო ტრადიციები გააჩნია, რასაც დღესაც წარმატებით აგრძელებს. დიდ მადლობას გადავუხდი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქის ხელმძღვანელობას და საკრებულოს, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან ქართულ კალათბურთს და მათთგან სრული მხარდაჭერა არსებობს. რაც შეეხება მემორიალს, სასურველია ის საერთაშორისო გახდეს და მასში ყველა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა.