საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიას მოუგო და ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მე-5 ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს. საქართველოს მეტოქე დღეს, საღამოს 7 საათისთვის გამოვლინდება. მეორე საკვალიფიკაციო წყვილში ერთმანეთს ბელგია და ჰოლანდია ხვდებიან და გამარჯვებული ტურნირზე მე-5 ადგილის დასაკავებელ მატჩში საქართველოს შეხვდება.
ქართველებმა ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის ნაკრები გამართული თამაშის წყალობით დაამარცხეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით – 71:64 იმარჯვა.
ქართველებს აკაკი ფიფიამ ულიდერა, რომელმაც 27 წუთში 6 3-ქულიანი ჩააგდო და 25 ქულა მოაგროვა. ზაურ ჯანელიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა, თუმცა თითოეულ მაჩვენებელში მცირედი დააკლდა – 8 ქულა, 9 მოხსნა და 9 დაფარება (!) მიითვალა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს ხვალ, 16 აგვისტოს, თბილისის დროით 14:45 წუთზე გამართავს და მეტოქე, როგორც თავში ვთქვით, ბელგია-ჰოლანდიას შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია, ბულგარეთი. 15 აგვისტოსლოვენია 64:71 საქართველო13 – 17, 19 – 21, 19 – 17, 13 – 16სრული სტატისტიკა: 64:71
აკაკი ფიფია