27 აპრილს 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ტურნირი გაიმართება

27 აპრილს 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ტურნირი გაიმართება

27 აპრილს მორიგი ტურნირი გაიმართება 3X3 კალათბურთში. წინა ტურნირის მსგავსად, ამჯერადაც ასაკობრივი ცენზი იქნება დაწესებული და შეჯიბრებაში 18 წლამდე კალათბურთელები იასპარეზებენ.

6 აპრილს სპორტკომპლექსმა არენამ 3X3 კალათბურთში ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც 15 და 18 წლამდე კალათბურთელთა ტურნირები ცალ-ცალკე გაიმართა. 27 აპრილს დაგეგმილ ტურნირში კი მხოლოდ 18-წლამდელები მიიღებენ მონაწილეობას.
6 აპრილს გამართული და 27 აპრილს გასამართი 18-წლამდელთა ტურნირებიდან შეირჩევა საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც 4-7 ივნისს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
27 აპრილის ტურნირში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მსურველები დაგვიკავშირდით: მობ: 551 770033, ელ-ფოსტა: giga.gurgenidze@gmail.com