3X3 კალათბურთის მორიგი ტურნირი გუნდმა KG-იმ მოიგო

3X3 კალათბურთის მორიგი ტურნირი გუნდმა KG-იმ მოიგო

14 მარტს დაწყებული 3X3 კალათბურთის სეზონი გრძელდება. დღეს, 21 მარტს თბილისის სპორტის ახალმა სპორტის სასახლემ მორიგ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრი 18-წლამდელთა შორის ჩატარდა, რომელშიც თავი 8 გუნდმა მოიყარა.
14 მარტს ჩატარებული ტურნირის მსგავსად ფინალში გუნდები KG და TM გავიდნენ. პირველი გუნდის ღირსებას ლუკა მაზიაშვილი, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი გვიანიძე და ვლადიმერ დოლიძ იცავდნენ, ხოლო მეორეში დავით აფხაზავა, გიორგი ცხოვრებოვი, ნიკა ლეონიძე და გიორგი კორსანტია ასპარეზობდნენ.
ამ გუნდებმა ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს ნახევარფინალში გავიდნენ. გათამაშების ფორატის თანახმად 4-გუნდიანი თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადიოდა. KG-ის ნახევარფინალში Team A შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 22:17 მოგებული მატჩის შემდეგ ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალში TM-მა Ballis Life-ს 19:13 მოუგო.
ფინალური მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ერთი კვირის წინ გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალშიც ეს გუნდები შეხვდნენ ფინალში და მაშინ TM-მა იმარჯვა. ახლა კი პირიქით – გამარჯვება (22:17) KG-ს დარჩა, რომელმაც მედლები, სიგელები და საჩემპიონო თასი კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელისგან, გიგა გურგენიძისგან ჩაიბარა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გამარჯვებული გუნდის წევრ ნიკა ლოლიშვილს ერგო.