გალერეადასრულდა ევროპის
ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის, რომელსაც ბელარუსის
დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა და რომელშიც კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის
საქართველომაც იასპარეზა.
16 გუნდი
4 ქვეჯგუფში იყო განაწილებული და მეოთხედფინალში ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი გადიოდა. სამწუხაროდ,
საქართველო ვერ მოხვდა იმ 2 გუნდს
შორის, რომლებმაც ჯგუფური
ეტაპის შემდეგ ასპარეზობა
მეოთხედფინალიდან გააგრძელეს.
საქართველოს ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ
თურქეთი და ბელარუსი,
რომლებმაც ჩემპიონატზე საბოლოოდ პირველი და მეოთხე ადგილები
დაიკავეს. თურქეთი, რომელთანაც საქართველომ ჯგუფში 10:18 წააგო, ევროპის
ჩემპიონი გახდა. თურქებმა
მეოთხედფინალში იტალია 16:15 დაამარცხეს, ნახევარფინალში ესპანეთს 12:11 სძლიეს, ხოლო ფინალში საფრანგეთსაც
დრამატული ბრძოლა მოუგეს (16:14) და ჩემპიონები გახდნენ.
რაც შეეხება
ბელარუსს, რომელიც საქართველომ გასული თვის ბოლოდ, იტალიაში
გამართულ შესარჩევ ტურნირში
იოლად დაამარცხა, მისკის
ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან
გასვლის შემდეგ ბელგიას
სძლია (21:15) და ნახევარფინალში საფრანგეთთან 9:20 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ბელარუსი ესპანეთს შეხვდა
და დაძაბული ბრძოლა
დამატებით დროში – 15:18 წააგო ესპანეთთან. საქართველოს ნაკრებმა ევროპის
ჩემპიონატზე 3 მატჩი გამართა. ქართველებმა ჯგუფში
თურქეთთან და ბელარუსთან წაგების შემდეგ საკმაოდ მძლავრ
ისრაელს მოუგეს.
საბოლოოდ
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის 16 გუნდში მე-12 ადგილი დაიკავა.