3×3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალი სეუ-ს გამარჯვებით დასრულდა

3×3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალი სეუ-ს გამარჯვებით დასრულდა

გალერეა11-12 სექტემბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში 3X3 კალათბურთში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელიც „სეუს“ გამარჯვებით დასრულდა. 
ფესტივალში მონაწილეობა 16-29 წლის ახალგაზრდებმა მიიღეს, რომლებიც წინასწარი კენჭისყრის შედეგად, ჯგუფური სისტემით შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს გუნდები „სეუ“ და „13“ შეხვდნენ. საპრიზო ადგილის მფლობელებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ თასი და მედლები გადაეცათ. I ადგილის მფლობელმა გუნდმა „სეუ“ გენერალური სპონსორი კომპანია „ლიდერბეთისგან“ 2000 ლარი მიიღო, ხოლო თასით, ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დააჯილდოვა. მედლები და თასი ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ II ადგილზე გასულ გუნდს „13“ გადასცა . მათ ფულადი ჯილდო 500 ლარი ერგოთ.  აგრეთვე სატრენაჟორო დარბაზისგან “ფიტნეს ჰოლ” აბონიმენტები გადაეცათ. საუკეთესო მოთამაშის წოდება ზვიად ანთაძეს ხვდა წილად. მას 100 ლარიანი ჯილდო გადაეცა, ხოლო ეფექტურ გდებაში გამარჯვებული ბილი ალიევი 200 ლარით დაჯილდოვდა. სამ ქულიან ტყორცნებში კი, საუკეთესო შედეგი კაკი ლომოურმა აჩვენა. სპონსორმა კომპანიამ მას 200 ლარი გადასცა. 
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად. 3X3 კალათბურთის მატჩი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა აკაკი ლოდიამ, შალვა გოგოლაძემ და რევაზ ჯაველიძემ და სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.  
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის  პლეი-ოფში გავიდა, სადაც 1/8 ფინალურ შეხვედრაში ლიტვის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი საფრანგეთის ქალაქ ლილში დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.