3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო აშშ-თან ბრძოლაში დამარცხდა

3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო აშშ-თან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებით დასრულდა 3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე. ქართველებმა ღირსეული, ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართეს მსოფლიო საკალათბურთო ფლაგმანი ქვეყნის ნაკრებს და დაძაბულ ბრძოლაში – 15:19 დამარცხდნენ.
ამერიკელებს სიმაღლეში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ და ძირითად აქცენტს ფარქვეშ შესვლაზე აკეთებდნენ, საქართველოს ნაკრების ტაქტიკაში კი უფრო მეტი შორი სროლები იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის მეფარე ნიკა დარბაიძე ტოლს არაფერში უდებდა ამერიკელ მაღლებს.

ეგაა, ამერიკელთა ფერადკანიანი ტანმაღალი მოთამაშე პიჯეი ვაშინგტონი მეტად ათლეტური იყო და ფარქვეშა ბრძოლებში უფრო ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული. ვაშინგტონმა ერთ მომენტში თანაგუნდელის ალე-უპი შეირგო და მოხდენილად ჩატენა, თუმცა ქართველებმა ლამაზ თამაშში ტოლი არ დაუდეს მეტოქეს და ტატო ზუზაძის ულამაზესი დრიბლინგისა და პასის შემდეგ მაყურებელთა ოვაციამ პიკს მიაღწია. ის შეტევა ამერიკელებმა ჯარიმით შეაჩერეს და ზოგადად, ერთადერთი, რაშიც ამერიკამ გვაჯობა, სიმაღლეში უპირატესობა იყო.
ჩვენი მეორე ტანმაღალი მოთამაშე, კოტე ბიწაძე ფარქვეშ იშვიათად შედიოდა და ამერიკელებს შორი სროლებით უტევდა. ბიწაძემ 3 სამიანი ჩააგდო. მისი მეორე ზუსტი შორი სროლის შემდეგ აგნაგრიში გათანაბრდა – 7:7. საქართველოს ნაკრები ოზიციებს ბოლო წუთებამდე არ თმობდა და მეტოქესთან ისეთ დისტანციას ინარჩუნებდა, რომლის გაბათილებაც 1 წუთში სავსებით რეალურია.
ამერიკის ნაკრებმა, რომელმაც პირველ მატჩში მიწასთან გაასწორა პუერტო რიკო (21:4), სტაბილურად მიჰყვებოდა ფარქვეშ შესვლების ტაქტიკას, მათი გამთამაშებელი, პეიტონ პრიჩარდი კი მაღალი შედეგიანობით ესროდა საშუალო სროლებს. ვაშინგტონი და პრიჩარდი თამაშს ქმნიდნენ, ყველაზე ტანმაღალი, დაახლოებით 210 სანტიმეტრამდე სიმაღლის ზაკ კოლინსი კი ამერიკელებს დაზღვევაზე ჰყავდათ, რომელიც ბლოკებს აყენებდა, აცილებულ ბურთებს ხსნიდა და ერთი-ორჯერ ბურთიც ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებმა წარმატების შანსი ბოლო წუთზე დაკარგა, როცა ანგარიშში სხვაობამ 5 ქულას გადააჭარბა. ბოლო წამებზე ბიწაძემ კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო და ქართველები ღირსეული სხვაობით – 15:19 სამარცხდნენ. ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პირველი სათამაშო დღე დადებითი ბალანსით დაასრულა: ინდონეზიას 7 ქულით სძლია, ხოლო ამერიკასთა 4-ით დამარცხდა.

თითოეულ ჩაგდებულ ბურთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოგებ-წაგებების თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც მეტი ბურთი აქვს ჩაგდებული. სწორედ ამ კომპონენტით გვისწრებს ცხილში არგენტინა, რომელსაც 2 მატჩის ჯამში საქართველოზე 1-ით მეტი ქულა აქვს მითვლილი (იხილეთ ცხრილი).
5 ივნისს ქართველები პუერტო რიკოს და ესპანეთს შეხვდებიან. პირველი შეხვედრა თბილისის დროით 21:20 საათზე დაიწყება, ხოლო ესპანელებთ ჩვენი დროით 23:30 საათზე ვეთამაშებით.