“ა” ლიგა: კავკასიამ სპორტუნის შანსი არ დაუტოვა

“ა” ლიგა: კავკასიამ სპორტუნის შანსი არ დაუტოვა

ილიმპიურმა სასახლემ “ა” ლიგის ერთ მატჩს უმასპინძლა. პირველ მატჩში მოულოდნელი გამარჯვების ავტორი “სპორტუნი”, რომელმაც “ორბი” დაამარცხა, “კავკასიას” დაუპირისპირდა და ვერას გახდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა სპორტის უნივერსიტეტელებს შანსი არ დაუტოვეს და 95:62 (სტატისტიკა) დაამარცეს.

თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც კავკასიელებმა 3 ქულით – 14:11 მოიგეს. მეორეში სპორტუნი კვლავ უწევდა მეტოქეს წინააღმდეგობას და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 7 ქულას აგებდა. კავკასიელებმა მესამე ათწუთეულში აიწყვიტეს და ლეგიონერთა წინამძღოლობით მეტოქეს საქმე მოუთავეს. წივწივაძის გუნდმა პერიოდი 31:10 მოიგო, 28 ქულით გალიდერდა და ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგა. 

გამარჯვებულებს 23 ქულით დევონ კოლიმ ულიდერა. 19 ქულა და 12 ქულა მიითვალა შენონ ფაულერმა, დავით მაისურაძის ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. სპორტუნიში ვლადიმერ დოლიძე 15 ქულით გამოირჩა, კრის ვრიმ კი 11 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

კვირას, 14 თებერვალს ერთმანეთს “ზესტაფონი” და “ორბი” დაუპირისპირდებიან.