“ა” ლიგის გათამაშება 10 იანვარს დაიწყება

“ა” ლიგის გათამაშება 10 იანვარს დაიწყება

საკალათბურთო „ა“ ლიგა 10 იანვარს დაიწყება. ეს თარიღი დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დადგინდა. საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და „ა“ ლიგაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა ტურნირის დაწყების თარიღთან ერთად სხვა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მსგავსად, „ა“ ლიგაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. დებულების თანახმად, თამაშები ჩატარდება 3 წრედ და საუკეთესო გუნდი სუპერლიგის 2016-17 წლების სეზონში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 იანვარია, ხოლო თამაშები 10 იანვრიდან დაიწყება.