შედეგები
გალერეა დღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში საკალათბურთო „ა“ ლიგის 3 მატჩი გაიმართა. პირველ
შეხვედრაში „ვითამ“ საკმაოდ იოლად – 99:74 დაამარცხა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდი.
ეს შედეგი არცაა გასაკვირი, რადგან ვითელებს დიდი ამბიციები გააჩნიათ, ვიდრე „ა“ ლიგის რიგითი გუნდის ძლევაა. ამერიკელი ლეგიონერებისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით ნიკოლაის მაზურსის გაწვრთნილმა „ვითამ“ იოლად დაამარცხა თსუ.
გამარჯვებულებს
25 ქულით ჩლაიძემ ულიდერა, 18 ქულა მოაგროვა ომარ ტომასმა, ხოლო სტარტელევისა და ანიკეენკოს ანგარიშზე 13-13 ქულა დაგროვდა. თსუ-ში
20 ქულით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი.
მორიგ მატჩში „წყალტუბო“ და „ვინგსი“ დაუპირისპირდნენ. ბრძოლა არათანაბარი გამოდგა, რადგან წყალტუბოელებმა საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ვინგსი“ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია და დღევანდელი მატჩიც ისე ჩამთავრდა, ამ გუნდის მშრალი სერია არ შეცვლილა.
პირველი პერიოდი წყალტუბოელებმა
21:11 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა ოდნავ გაზარდეს და
38:27 დაწინაურდნენ. ბექა ღუდუშაურის და დავით გუგავას ძლისხმევით „ვინგსის“ წევრები ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ ვერას გახდნენ. უკრაინელი ლეგიონერების – ალექსანდ რიხლიუკის (14 ქულა, 10 მოხსნა) და სერჰი ალფიოროვის (17 ქულა) ძალისხმევით იმერული კლუბი გამარჯვებამდე იოლად მივიდა – 67:55.
ტური საქართველოს
ეროვნული უნივერსიტეტის გუნდისა და „კაქტუსის“ მატჩით დასრულდა. შეხვედრა საინტერესო
და დაძაბული არ გამოდგა. კაქტუსელებმა სეუ საკმაოდ იოლად – 87:65 დაამარცხეს და ცხრილში
პირველობა გაიმყარეს.
სწორედ „კაქტუსს“
უკავშირდება ის არასპორტული საქციელი, რის გამოც „ვითა“ 3 ქულით დაისაჯა და ცხრილში
დღესდღეობით მესამე ადგილზეა. ამ საქმის გამო კაქტუსელებმა ამერიკელი ლეგიონერი, კლერენს
ჯექსონი დაკარგეს და მათ საკომპენსაციოდ ახალი უცხოელის შემატების ნებართვა დართეს.
არჩილ ჟღენტის გუნდმა ახალი ლეგიონერი, ფილიპ ჰენრი დღეს ათამაშა, თუმცა „კაქტუსს“
არაფერი გასჭირვებია. პირველი მეოთხედი ჟღენტის გუნდმა 30:16 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებაზე
18 ქულით ლიდერობდა.
საბოლოოდ კაქტუსელებმა
22 ქულით მოიგეს, რაშიც მთავარი წილი ბექა ჩიკვილაძემ, დენიელ უილიამსმა და დავით ლომიძემ
დაიდეს. სამივე კალათბურთელმა 18-18 ქულა მოაგროვა. 10 ქულა დაგროვდა რევაზ ათანელიშვილის
ანგარიშზე. ფილიპ ჰენრიმ კი „კაქტუსში“ დებიუტი 4 ქულით და 7 მოხსნით აღნიშნა.
თსუ – ვითა 74:99
წყალტუბო – ვინგსი 67:55
სეუ – კაკტუსი 65:87
მორიგი მატჩები თბილისის სპორტის
ახალ სასახლეში ხვალ, 25 თებერვალს გაიმართება.