“ა” ლიგის ნახევარფინალში გთუნი – ასტრალს, კავკასია – ორბს შეხვდება. მგზავრებმა ლიგა დატოვა

“ა” ლიგის ნახევარფინალში გთუნი – ასტრალს, კავკასია – ორბს შეხვდება. მგზავრებმა ლიგა დატოვა

“ა”ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური კი დარჩა, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია.  ექვსგუნდიანი ცხრილის ყველა პოზიციის მფლობელი ცნობილია. რა შედეგებიც არ უნდა დაფიქსირდეს 1 აპრილს დაგეგმილ ტურში, სატურნირო ცხრილში გუნდები შემდეგნაირად განლაგდებიან:

შესაბამისად, შეგვიძლია “ა” ლიგიდან გავარდნილი გუნდიც დავასახელოთ და პლეი ოფში გასული გუნდებისგან შემდგარი ნახევარფინალური წყვილები. მომავალი, 2022-2023 წლების “ა” ლიგის სეზონში ადგილი დაკარგა ბოლო ადგილზე გასულმა “მგზავრებმა”, რომელიც წინა სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობდა და იქიდან დაქვეითებულმა “ა” ლიგაში ჯერჯერობით (1 ტურია დარჩენილი) ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტურნირების მიღმა დარჩა.

საკალათბურთო კლუბი “მარგვეთი” “ა” ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს მომავალი სეზონის დაწყების წინ. მისი მეტოქე იქნება გუნდი, რომელიც მომავალ “ა” ლიგის გათამაშებაში ასპარეზობის მსურველი გუნდების ასევე საკვალიფიკაციო ეტაპში ყველას აჯობებს.

ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გთუნი მე-4 ადგილზე გასულ “ასტრალს” შეხვდება, ხოლო მეორე და მესამე გუნდები – შესაბამისად “კავკასია” და “ორბი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ფინალი – სამამდე. 

ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებულსაც დარჩება უმაღლეს ლიგაში ანაცვლების შანსი – სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილზე გასულს საკვალიფიკაციო, ეგრედწოდებულ გადასასვლელ სერიაში დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დღევანდელ ტურს, ლიდერმა გთუნიმ აუტსაიდერი “მგზავრები” იოლად – 102:72 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი. “მგზავრებს” გამარჯვების არანაირი რესურსი არ ჰქონდა და რეალური ძალთა თანაფარდობის ადეკვატური სხვაობით არ წაუგია. 

“კავკასიისა” და “ასტრალის” შეხვედრაში ირკვეოდა დაიკავებდა თუ არა “ასტრალი” მე-3 ადგილს. გამარჯვების შემთხვევში ეს გუნდი “ორბს” უსწრებდა, თუმცა წააგო და ბოლო ტურის მიუხედავად, რეგულარულს მე-4 ადგილზე დაასრულებს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელება შეხვედრა დამაჯერებელი სხვაობით – 94:72 (სტატისტიკა) მოიგეს.   

ბოლოსწინა, მე-9 ტურის ბოლო შეხვედრაში “ორბმა” 85:68 (სტატისტიკა) დაამარცხა “მარგვეთი”. საბოლოო სხვაობა სოლიდურია, თუმცა ბოლო პერიოდამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მარგვეთელები იბრძოდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ორბის მოთამაშეებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

შემდეგი ტურის, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო იქნება, 1 აპრილს გაიმართება.