„ა“ ლიგის პრიზიორები
დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შეხვედრების ოთახში დააჯილდოვეს. ლიგის გამარჯვებული
„არენა-76“, მეორეადგილოსანი „წყალტუბი“ და მესამე ადგილზე გასული „კაკტუსი“ მედლებითა
და შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კალათბურთის ფედერაციაში
სამივე გუნდის წამომადგენლები მოვიდნენ, თუმცა „არენა-76“-ის წევრები სჭარბობდნენ.
„ა“ ლიგის ჩემპიონები, ისევე როგორც სხვა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა, ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.
შეგახსენებთ,
რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა სუპერლიგაში გადასვლა. საკვალიფიკაციო სერიაში
„არენა“ „ოლიმპთან“ დამარცხდა, ხოლო „წყალტუბომ“ სერია „სოხუმთან“ დათმო. მომავალი
სეზონიდან „ა“ ლიგის გამარჯვებული სუპერლიგაში ბოლოადგილოსანს პირდაპირ ჩაანაცვლებს.
მეორე ადგილზე გასული გუნდი კი სუპერლიგის მე-7 ადგილოსანთან გადასასვლელ, საკვალიფიკაციო
სერიას გამართავს.