“ა” ლიგის საკვალიფიკაციო იწყება | ჰიუნდაი, კასპი და მთიელი ასტრალისთვის იბრძოლებენ

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო იწყება | ჰიუნდაი, კასპი და მთიელი ასტრალისთვის იბრძოლებენ

საკალათბურთო “ა” ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონის “ა” ლიგაში მონაწილეობა 4 გუნდს აქვს გარანტირებული, დანარჩენი 2 კი სხვადასხვა ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. საგზურს მიიღებს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, ხოლო წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული “ასტრალი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს.

სწორედ საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპი იწყება 6 დეკემბერს, რომელშიც 3 გუნდი მონაწილეობს – კასპის “გრიფინი”, “მთიელი” და “ჰიუნდაი”. ამ გუნდებიდან საუკეთესო შეხვდება “ასტრალს” ორრაუნდიან სერიაში და გამარჯვებული მიიღებს “ა” ლიგის საგზურს. რაც შეეხება ამ 3 გუნდს, ერთ ჯგუფში, ორ წრედ ითამაშებენ და საუკეთესოც ამ ჯამში დაგეგმილი 6 მატჩის შემდეგ გამოვლინდება. 

ყველა თამაში თბილისში გაიმართება, ხოლო ასტრალთან ორრაუნდიანი სერია გასვლა/სახლის პრინციპით გაიმართება.