“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია 14 ნოემბრამდე გაგრძელდება

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია 14 ნოემბრამდე გაგრძელდება

საკალათბურთო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში 6 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 4 მონაწილე ცნობილია – “რუსთავი”, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგიდან დაქვეითდა, “სოხუმი საქართველო”, “ვერა” და “თელავის “ბურჯი”. მე-5 გუნდი იქნება სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, რომელიც დეკემბერში გამოვლინდება, ხოლო მე-6 საგზურისთვის თბილისის “ასტრალი” და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი იბრძოლებენ. 

“ასტრალმა” გასულ “ა” ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად, ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციოს გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ბოლო, მე-6 ადგილზე გასულმა თსსუ-მ “ა” ლიგა დატოვა და მას, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს. 

დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით სწორედ იმ გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს, რომლებსაც საკვალიფიკაციოში მონაწილეობა სურთ. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მიზანი იმ 1 გუნდის გამოვლენაა, რომელიც თბილისის “ასტრალს” “ა” ლიგის საგზურისთვისთვის 2-მატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის დადგენის შემდეგ განისაზღვრება გათამაშების ფორმატი. თუკი საკვალიფიკაციოში 1 გუნდზე მეტი არ დარეგისტრირდება, ის 1 გუნდი შეხვდება “ასტრალს”. 

რეგისტრაციისთვის ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნეთ გუნდის ოფიციალური სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ელ-ფოსტა: geosuperleague@gbf.ge

ტელეფონი: 558786954