“ა” ლიგის შესარჩევი გუნდების საყურადღებოდ

“ა” ლიგის შესარჩევი გუნდების საყურადღებოდ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ  ფედერაციაში მიმდინარეობს „ ა“ ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის მსურველი გუნდების  მიღება.
შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლის სეზონის  „ა“ ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის სურვილი  გუნდებმა მიმდინარე წლის  10 სექტემბრამდე  უნდა დაადასტურონ. 
ამასთან, დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში  საშეჯიბრო დეპარატამენტსა და  „ა“ ლიგის მონაწილე გუნდებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ და  „ა“ ლიგის მონაწილე გუნდებმა  2015-2016 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყებასა  და დებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.