არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვეტერანი და სუპერლიგის კალათბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, განხორციელდა.
საკალთბურთო მატჩს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრნენ.პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების განხორციელება მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებისთვის.,,არასრულწლოვნებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ, ამიტომ ღონისძიებას ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. კედელი, რომელიც აქ არის აღმართული ძალიან მალე დაინგრევა და ისინი გარეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გავლენ“, _განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავლშიც გააგრძელებს. როგორც გაბრიჩიძემ განმარტა უახლოეს პერიოდში არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კალათბურთში ტურნირი ჩატარდება გამარჯვებულ გუნდს კი შესაძლებლობა ექნება საქართველოს სუპერლიგის ფინალურ მატჩს დაესწროს. ,,ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩავუტაროთ. უხლოეს მომავალში შევადგენთ გეგმას სამი-სამზე კალათბურთში ჩემპიონატის ჩასატარებლად, შეჯიმრში გამარჯვებული გუნს კი საქართველოს ჩემპინატზე დასწრების შესაძლებლობა ექნება“,_განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.
კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს.
VIDEO-ბმული: