სტატისტიკა „ა“ ლიგის მე-12 ტურის პირველი მატჩი დღეს ქუთაისში
გაიმართა. იმერეთის დედაქალაში „წყალტუბომ“ „არენას“ უმასპინძლა და 87:98 დამარცხდა.
წყალტუბოელებმა ერთბაშად 2 ამერიკელი ლეგიონერი დაკარგეს,
რის შემდეგაც არსებული ამბიციები შეუმცირდათ და ეს ბოლო მატჩებშიც ჩანს. იმერულმა კლუბმა
ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და სუპერლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა.
დღეს ქუთაისში გამართულ მატჩში წყალტუბოელებმა „არენას“
წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ იმდენად ვერ მოინდომეს, რომ თამაში სათავისოდ დაესრულებინათ.
პირველი ნახევრის შემდეგ თბილისელები მხოლოდ 4 ქულით – 48:44 იგებდნენ, თუმცა მესამე
პერიოდის შემდეგ ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს და საბოლოოდ გამარჯვებმდეც დამაჯერებლად
მივიდნენ.
„არენაში“ 26 ქულით საუკეთესო იყო როდნი ლიუისი, პიტერ
ალექსისის ანგარიშზე კი 23 ქულა დაგროვდა. წყლტუბოელთაგან
22 ქულით ბომბარდირი გიორგი კუჭავა გახდა, დმირტი სვირიდოვმა კი მასპინძლებს 21 ქულა
და 11 მოხსნა მიითვალა.
მე-12 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 8 აპრილს, თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.