არენას ტიტების დასამარცხებლად 2 ოვერტაიმი დასჭირდა

არენას ტიტების დასამარცხებლად 2 ოვერტაიმი დასჭირდა

 სტატისტიკა
„ა“ ლიგის მეორე წრე უაღრესად დაძაბული მატჩით დასრულდა.
გუშინ რეგიონებში გამართული 2 მატჩის შემდეგ დღეს თბილისში „არენა“ და „ტიტები“ შეხვდნენ,
რომელთა შორისაც გამარჯვებულის გარკვევას 2 დამატებუთი 5-წუთეული დასჭირდა.

„არენა“ ლიდერთა ორეულთან – „დელტასთან“ და „თსუ-ჰიუნდაისთან“
ყველაზე ახლოსაა და დღეს რომ ვერ მოეგო, სუპერლიგაში გადასვლისათვის ბრძოლას კიდევ
უფრო დაშორდებოდა. თავის მხრივ, „ტიტებისთისაც“ უმნიშვნელოვანესი იყო ეს მატჩი, რადგან
წაგების შემთხვევაში ლიდერ მარნეულელებთან ჩამორჩენა 4 ქულამდე იზრდებოდა, ხოლო ამ
ჩამორჩენის აღმოფხვრა დარჩენილ 5 ტურში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა.

საბოლოოდ ყველაფერი „არენის“ სასიკეთოდ დასრულდა, რომელსაც
2 ოვერტაიმი დასჭირდა „ტიტების“ გასატეხად. არენელები პირველ ტაიმში ხელჩასაჭიდად ლიდერობდნენ,
მაგრამ „ტიტებმა“ მესამე პერიოდი 21:12 მოიგო და თამაში გაათანაბრა. ასე გაგრძელდა
ძირითადი დროის ბოლომდე და 40 წუთის თავზე თნაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 74:74. დამატებითი
დროის დებიუტში „არენა“ 80:74 დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში „ტიტებმა“ მოახერხეს
გათანაბრება და პირველი ოვერტაიმი 6:6 დასრულდა.

ნეორე ექსტრახუთწუთულში „არენამ“ საბოლოოდ იმარჯვა
– დამატებითი ნახევარპერიოდი 13:8 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა –
93:88. „არენას“ 31 ქულით და 9 მოხსნით როდნი ლიუისმა ულიდერა. 21 ქულა, 10 მოხსნა
და 7 პასი მიითვალა ქაქუცა აბაიშვილმა, პიტერ ალექსის ანგარიშზე 20 ქულა და 13 მოხსნა
დაგროვდა. „ტიტებში“ 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი დვალი. 17-17 ქულა მიითვალეს არჩილ
პულუზაშვილმა და რაიან აარონმა.

მესამე წრის პირველი ტურის მატჩები 3 და 4 აპრილს, მარნეულსა
და თბილისში გაიმართება.