ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ!

ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ!

29 ივნისს, 17:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან. შეხვედრაზე ვთხოვთ მობრძანდნენ საქართველოს 13, 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში, ასევე „ბ“ ლიგებში (13/14, 16, 18 წლამდელები) მოთამაშე გუნდების წარმომადგენლებს.
შეხვედრის თემა იქნება განვლილი სეზონის შეჯამება, არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის საშუალებებზე საუბარი. ასევე შეთანხმდება მომავალი სეზონის სექტემბერში დაწყების გეგმა.