ბათუმი საკალათბურთო კემპს უმასპინძლებს

ბათუმი საკალათბურთო კემპს უმასპინძლებს

27 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში საკალათბურთო კემპი გაიმართება. პროფესიონალური კლუბი ARD PLUS BASKETBALL CAMP აჭარის დედაქალაქში 8-დან 20-წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის ინდივიდუალურ საკალათბურთო წვრთნებს ჩაატარებს, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

კემპის მონაწილეები იცხოვრებენ ზღვიდან 100 მეტრით დაშორებულ სასტუმრო „ადელიში“. საკალათბურთო კემპში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. კემპში მონაწილეებს დაურიგდებათ ფორმები, სერთიფიკატები და სამახსოვრო სუვენირები. კემპში მონაწილეობა ფასიანია და ღირებულება 130 ლარს შეადგენს.

კემპის მხარდამჭერია აჭარის კალათბურთის ფედერაცია.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: ardplusbasketballcamp@gmail.com