ბერა ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ აქციაში ერთვება

ბერა ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ აქციაში ერთვება

ყველასათვის კარგად ცნობილი ქართველი პოპ/ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ბერა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციაში ერთვება. ცოტა ხნის წინ მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს მის გულშემატკივრებსა და ფეისბუქის გვერდის გამომწერებს მხარი დაუჭირონ ნაკრების კაპიტანს, რათა შესაძლებლობა მიეცეს ითამაშოს კალათბურთის სამყაროსთვის ყველაზე ცნობილ თამაშში. 

 
აღსანიშნავია, რომ ზაზამ ქართველი გულშემატკივრების ძალისხმევის შედეგად დასავლეთის საუკეთესო 10-ეულში გადაინაცვლა ხმების ოდენობით და ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგერებიც დემარკუს ქაზენსი და დირკ ნოვიცკი არიან. ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფეისბუქის, გუგლის ძებნის, ინსთაგრამისა და ტვიტერის მეშვეობით. ამისათვის სტატუსის ველში უნდა დაწეროთ #NBAVote Zaza Pachulia. შეგახსენებთ, რომ დღეში მხოლოდ ერთი ხმა ითვლება.

იხილეთ ვიდეო ბმულზე