ბოლოსწინა ტური აკადემიაში დასრულდა

ბოლოსწინა ტური აკადემიაში დასრულდა

შედეგები 

საკალათბურთო
აკადემიაში გაიმართა „ა“ ლიგის 2 შეხვედრა, რითაც დასრულდა რეგულარული ჩემპიონატის
ბოლოსწინა ტური. მე-9 ტური 15 მაისს წყალტუბოში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა
თსუ დაამარცხდა. დარჩენილი 2 შეხვედრა კი დღეს გაიმართა.

„კაკტუსმა“ გათამაშების
აუტსაიდერ „გორს“ სძლია. დაძაბული მხოლოდ მატჩის საწყისი მეოთხედი გამოდგა, რომელიც
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა 24:23 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ფავორიტად
მიჩნეულმა გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაც ანგარიშშიც აისახა.

დიდ შესვენებაზე
„კაკტუსის“ ლიდერობამ 13 ქულას მიაღწია და ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. შეუჩერებელი
იყო კამერუნელი სამა ტაკუ, რომელმაც გორელებს 35 ქულა ჩაუგდო. საბოლოოდ, ჟღენტის გუნდმა
105:77 მოიგო და ბოლო ტურში „არენასთან“ წარმატების შემთხვევაში საუკეთესო ორეულში
შესვლის შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ „ა“ ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგაში გადასასვლელად
სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდება.

მეორე მატჩში
„არენამ“ 92:79 სძლია „სეუ-ჰიუნდაის“. ეს უკანასკნელი „ა“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად
იბრძვის, რის გარანტიასაც მე-3, ან მე-4 ადგილზე გასვლა იძლევა. ჰიუნდაელებმა საკმაოდ
კარგად დაიწყეს და ფავორიტად მიჩნეულ არენელებს ტოლს არ უდებდნენ. ლაშა ეძგვერაძის
გაწვრთნილმა „სეუ-ჰიუნდაიმ“ პირველი ტაიმი 51:47 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში გატყდა.
„არენამ“ ათწუთეული 30:10 მოიგო და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა მატჩის ბოლომდე
იოლად შეინარჩუნა.

26 ქულით „არენაში“
ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე, 23 ქულა ჰქონდა ჯერემი ბაინამს, ზურა მაჩალაძემ კი
16 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. „სეუ-ჰიუნდაიში“ 33 ქულითა და 17 მოხსნით ირაკლი ალხანაიძე
გამოირჩა.